გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხობში 7 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

22-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში,  ხობის მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.


სოფლებში - პატარა ფოთსა და ჭალადიდში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ჭალადიდის დამშრობი მასივის 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას  გაზრდის. შედეგად,  უხვი ნალექის დროს,730 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობი და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დატბორვისგან  იქნება დაცული.

საქართველოს მელიორაცია  სამუშაოებს ნოემბერში დაასრულებს.


აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.