გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება

22-10-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლით დაამუშავეს.


მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ლესას, ნიგვზიანისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში 1200 ჰა ტერიტორია დამუშავდა.


ამ ეტაპისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია შემდეგი ღონისძიებები:


ცივი შესხურებით დამუშავებულია 101 909,25 ჰა სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი;


თერმული ნისლით - 339 860 ჰა ტერიტორია; განთავსებულია 8008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207 945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“.

ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.