გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე - კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს

22-10-2025

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩინების პირობებში.


„დღეს მქონდა პატივი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმის პანელური დისკუსია გამეხსნა, რომელიც საქართველოს მზარდ როლს ეთმობა რეგიონული ინვესტიციებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომობით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩინების პირობებში", - აღნიშნავს პრემიერი.