გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარიამ ქვრივიშვილი: გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენ ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს

22-10-2025

„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა. გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელურ სესიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მისივე განცხადებით, პოზიციონირება მოხდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით, რომ ქვეყანა ნამდვილ ჰაბად ჩამოყალიბდეს.