გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

Trammo, Inc.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო ლოგისტიკის ხელსაყრელი ცენტრია, სადაც ინვესტიციები სწორი მიმართულებით ხორციელდება და ქვეყანა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს

22-10-2025

„აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ სესიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი" Trammo, Inc.-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ოლივერ სტენტონმა საქართველოს საინვეტიციო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო სისტემის ღიაობა ქმნის ინვესტიციების საფუძველს.


„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს საქართველოს გავლით შავ ზღვასთან და შემდგომ კონტინენტთან. საკანონმდებლო სისტემის ღიაობა ქვეყანას აქცევს ლოგისტიკის ხელსაყრელ ცენტრად. ამიტომაა, რომ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვახორციელებთ ინვესტიციებს. საქართველო იზრდება და ვითარდება, რაც დაამტკიცა ბევრი მიმართულებით. ინვესტიციები ძალიან სწორი მიმართულებით ხორციელდება, შესაბამისად, საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს" - აღნიშნა Trammo, Inc.-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.