გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკის გაცნობა, მათ შორის, პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესამცირებელი ღონისძიებების ამოქმედების აუცილებლობაზე მსჯელობა.


მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან ერთად განიხილეს, თუ რა ზეგავლენას ახდენს პლასტმასის ჭარბი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით.


ლაშა ინაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის საკითხებზე.


„მნიშვნელოვანია, რომ სკოლიდანვე ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ნარჩენების დაგროვება და პლასტმასით დაბინძურება. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, რათა მომავალში თითოეული მათგანი გახდეს პასუხისმგებელი მოქალაქე და გარემოზე ზრუნვა მისი ყოველდღიური ქცევის ნაწილად იქცეს“, - განაცხადა მან.


მოსწავლეებმა ინტერესით მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარჩენების შემცირების საკითხებზე.


შეხვედრა დასრულდა ერთგვარი შეთანხმებით, რომ თითოეულმა მონაწილემ საკუთარ ცხოვრებაში გაატაროს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება ნარჩენების შემცირების და გადამუშავების ხელშეწყობის კუთხით.