გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო აქტიური პოლიტიკით ხელს უწყობს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას

23-10-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აქტიური პოლიტიკით ხელს უწყობს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, პირველად გაიმართა. რიგით მე-5 ფორუმს წელს მსოფლიოს 73 ქვეყნიდან 2 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება.


მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაზე ყურადღება გაამახვილა ქართული საბანკო სექტორის წარმატებაზე, სწორ განვითარებასა და ამ პროცესში სახელმწიფოს აქტიურ მხარდაჭერაზე, ასევე ხაზი გაუსვა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 500 Georgia-ს ვენჩურული ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და რომლის ზომა 20 მილიონი აშშ დოლარია.


ამ ფონდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 59 მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე 4 ახალი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, როგორებიცაა Plug & Play, Founders Institute, 500, Startup Bootcamp, ვაპირებთ ყოველწლიურად გადავამზადოთ 160 სტარტაპი. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი ხელსაყრელი სპეციალური საგადასახადო რეჟიმით უკვე 180-მდე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს 5%-იანი მოგების და საშემოსავლო გადასახადით. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით კი ინოვაციური სტარტაპები, შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას, 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას.

„ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ჰაბი, ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმით, ტექნოლოგიური პარკით, ხელოვნური ინტელექტის ცენტრით, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრითა და საერთაშორისო IT კომპანიებისათვის სპეციალურად გამოყოფილი საოფისე სივრცეებით" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


„თბილისის ფინანსური სამიტის" მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარებაა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან. ღონისძიება, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში პირველად იმართება, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გახსნეს.