გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა

23-10-2025

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმაღლესი თანამდებობის პირები ხშირად სთხოვენ ხოლმე ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოხატონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აქაც კი ისინი ერიდებიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას, როცა საქმე ეხება რეალურად ქართველი ხალხის მხარდაჭერას.


„ამ დროს ისინი კონკრეტული კრიმინალის წერილს პასუხობენ, ეს არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.