გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა

23-10-2025

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი.


„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს შეხვდე. მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი. ეს გვითხრა და ვეღარ შევხვდით, იმიტომ, რომ აკაცუკთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი", - განაცხადა პრემიერმა.