გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ღვინის ეროვნული სააგენტო: 2025 წელს, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა

23-10-2025

23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330 ათასი ტონა ყურენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა.

კახეთში სულ გადამუშავებულია 323 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 170 ათასამდე ტონა რქაწითელი, 134 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


ამ ეტაპზე, აქტიური ყურძნის კრეფა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.


რთველია მევენახეობის კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში, ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 112 ტონამდე ყურძენი. პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერში მოსავალი 1.4 ათასამდე ტონის ფარგლებშია.


რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც  რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა.


რთველთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501, ასევე კახეთის რთველთან დაკავშირებით, რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზეც – 0322 193 283.