23-10-2025
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„საამაყოა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურე ყოველდღიური დისციპლინითა და უდიდესი პასუხისმგებლობით აგრძელებთ ქვედანაყოფის განვითარებას, სწორედ ისე, როგორც ამას თქვენი ფიცი და ამ ქვედანაყოფის ღირსეული წარსული გავალდებულებთ. მადლობა მინდა გითხრათ, რომ საკუთარი შრომით, მზადყოფნითა და მტკიცე სულით ემსახურებით სამშობლოს და აძლიერებთ თავდაცვის ძალებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. მან მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის ძალებში ქვედანაყოფის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა.