გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

23-10-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აჭარაში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული მოქალაქეები მოატყუეს, რომ მშენებარე ობიექტზე საკუთრებაში გადასცემდნენ ბინებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 328 952 ლარს დაეუფლნენ.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.