გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა

24-10-2025

პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. 


კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია LOT Polish Airlines-თან თანამშრომლობით, საქართველოს პოლონეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,  პოლონელ ტუროპერატოებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგვმის საკითხები განიხილეს.


გაცნობითი ტურის ფარგლებში, პოლონელი ტუროპერატორები თბილისის, გუდაურისა და კახეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, დაათვალიერეს სასტუმროები, ღვინის მარნები და მუზეუმები.