გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

იმერეთში ვანი-სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოები მიმდინარეობს

24-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების ფარგლებში,იმერეთში ვანი-სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს.

 

ამ დროისათვის, სამუშაოები  სოფლებში -მთისძირსა და გომში მიმდინარეობს, სადაც ჯამში 5 კმ-ზე მეტი ქსელი იწმინდება.


ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხისა და კოლექტორების გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და მიმდებარედ არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვისაგან დაიცავს.


ვანი-სამტრედიის დამშრობი მასივის რეაბილიტაცია მიზნად ისახავს სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდას.


იმერეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  12 000    ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.