გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მე-13 ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე სწავლება დაასრულა

24-10-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ტაქტიკური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. საველე სწავლება არტილერიის საინჟინრო ქვედანაყოფისა და ავიაციის მხარდაჭერით ჩატარდა.


სწავლების მიმდინარეობას გაეცნო აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე. საველე ტაქტიკური სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორ ფაზად ჩატარდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფების მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.