გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

Politico: დიპლომატიური მოულოდნელობა - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტი გადადო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უარესდება

24-10-2025

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ჩინეთში დაგეგმილი დიპლომატიური ვიზიტი გადადო, - ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ვიზიტი ახლა არ შედგება, ის გადაიდება“.

მან უარი თქვა დაესახელებინა, თუ რომელმა ქვეყანამ გააუქმა ვიზიტი და აღნიშნა, რომ გერმანიისთვის დასანანია ეს ფაქტი, მათ შორის, ჩინეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნისა, „რომელსაც ისე, როგორც სხვას არავის, გავლენა აქვს რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომში“. 


მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან გამონაკლისის სახით დაგეგმილი შეხვედრის გარდა, გერმანელი მინისტრის ვიზიტის პროგრამაში ჩინურ მხარესთან სხვა შეხვედრები არ იყო.


როგორც მედია წერს, მოულოდნელი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გააუარესებს ბერლინსა და პეკინს შორის ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო თვეებში ისედაც გაუარესდა, პეკინის მიერ იშვიათი წიაღისეულის ელემენტებისა და მიკროჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების, ასევე, გერმანიის კრიტიკის გამო ტაივანის მიმართ პოზიციისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოქმედების გამო.


აგვისტოში უეიდფულმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთს  მხარდაჭერას უწევს, რაც რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.