გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დონალდ ტრამპი უმცროსი ჩელსი კლინტონს: შენმა მშობლებმა თეთრი სახლიდან ავეჯისა და ვერცხლის ჭურჭლის მოპარვა სცადეს... და სტაჟიორზე საერთოდ ნუ ვისაუბრებთ

25-10-2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი, ბილ და ჰილარი კლინტონების შვილის, ჩელსი კლინტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევას ტრამპის მიერ ამერიკის მემკვიდრეობის ნგრევა და ამავდროულად დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიზანში ამოღება უწოდა.


დონალდ ტრამპმა უმცროსმა, ჩელსი კლინტონს შეახსენა, რომ მისმა მშობლებმა თეთრი სახლიდან ავეჯისა და ჭურჭლის მოპარვა სცადეს. ასევე მან მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალიც ახსენა.


„შენმა მშობლებმა თეთრი სახლიდან ავეჯისა და ვერცხლის ჭურჭლის მოპარვა სცადეს... და სტაჟიორზე საერთოდ ნუ ვისაუბრებთ. ამ საქმეში არ ჩაერიო“, - წერს ტრამპის შვილი ჩელსი კლინტონის საპასუხოდ X-ზე.