გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამართალდამცველებმა მცხეთაში, კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

26-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს.


სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - ალფა-პვპ, მეფედრონი და "კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს! დაკავებულია ორი პირი.


გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 35 გრამამდე ალფა-პვპ, ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე მეფედრონის სითხე სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.