გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში 629 სამართალდარღვევა გამოავლინა

27-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის629 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


უკანონო ნადირობის ყველაზემეტი -235 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 82 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 77 - იმერეთში, 56 - ქვემო ქართლში, 48 – მცხეთა-მთიანეთში, 45 - შიდა ქართლში, 37 - აჭარაში, 22 - სამცხე-ჯავახეთში, 13 - კახეთში, 5 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.


სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 ოქტომბრის  ჩათვლით, 9 ფაქტია აღკვეთილი.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 566 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 32 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 22 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 7 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.


დაფიქსირდა უკანონო საშუალებით - ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 558„მანოკი“.


ამავე პერიოდში ასევე გამოვლენილია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების, მაგალითად დათვისა და არჩვის უკანონო მოპოვების ფაქტებიც. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი. 


უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენისმიზნით,  დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.