გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა

27-10-2025

სხდომას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

სხდომის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლაბორატორიის საქმიანობა სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებით.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა სხდომაზე გასული და მიმდინარე წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიული ქსელი, ქვეყნის მასშტაბით, წარმოდგენილია ცამეტი ლაბორატორიის სახით.


აღნიშნული ლაბორატორიები მუშაობენ სამი - სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით.


სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერების მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ ფერმერებმა და ყველა დაინტერესებულმა პირმა მყისიერად მიიღოს ლაბორატორიული მომსახურება.