გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პარიზში 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

28-10-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში,საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის მეტროს სადგურებთან,  170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.


ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, საფრანგეთის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპისაქტივობა ტარდება. კამპანიის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.