გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

28-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 142 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“.


პოლიციის მიერ, ასევე, ლ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.