გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამთა დევდარიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრში იმყოფებოდა

28-10-2025

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამთა დევდარიანი, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრში იმყოფებოდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.


უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის მთავარი მიზანია აგრარული განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა.


საუბარი შეეხო პროგრამას „აგროსტიპენდიები“, რომელიც განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის. პროგრამა ემსახურება ახალგაზრდების მოტივაციის ზრდას, აგრარული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის სექტორში კვალიფიციური კადრების მოზიდვას.


„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და აგრარულ განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას,“ - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აგრარული მიმართულების სტუდენტები და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას აგრარული განათლების პოპულარიზაციის და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მიმართულებით.