გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაია ომიაძე: წარმატებული სეზონი დიდწილად განაპირობა ფრენების დამატებამ, უკვე არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდამ და მარკეტინგულმა კამპანიებმა სამიზნე ბაზრებზე

28-10-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შეაჯამა. მისი თქმით, სეზონი წარმატებული იყო, რაც მოლოდინებს სრულად შეესაბამება.


„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევები და გარე ფაქტები მოქმედებს ტურიზმის სფეროზე, სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს ჰქონდა შიშები, მაგრამ ჩვენ მომზადებული გვქონდა სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავდა მარკეტინგულ კამპანიებს იმ მიმართულებით სადაც დაგვემატა ახალი ფრენები და გაიზარდა სიხშირეები, ჩვენი სტრატეგია მოიცავდა ბაზრების დივერსიფიკაციას, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ძალიან კარგი სეზონი გვექნებოდა და ეს პროგნოზიც გამართლდა“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, წარმატებული სეზონი განაპირობა ფრენების დამატებამ, არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდამ და სამიზნე ბაზრებზე მრავალკომპონენტიანმა კამპანიებმა.


„ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სტრატეგიული დაგეგმვაა- ფრენების დამატება, უკვე არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდა და მრავალკომპონენტიანი კამპანიები სამიზნე ბაზრებზე. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ზრდას და პროგნოზების რეალიზაციას”,- აღნიშნა მაია ომიაძემ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზებზე მუშაობის შედეგად გაზრდილია მაღალმხარჯვეული მოგზაურების რაოდენობა.


„შემოსავლების ზრდა ძირითადად იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ჩვენ კამპანიებს ვატარებთ და პირდაპირი ფრენები გვაქვს- ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ მაღალი ხარჯვის უნარის მქონე ტურისტების ჩამოყვანას.


ბრიტანეთის მაგალითი თვალსაჩინოაა: როდესაც პირდაპირი ფრენა კვირაში 6 სიხშირემდე გაიზარდა, ბრიტანელ მოგზაურთა რაოდენობამ სწრაფად მოიმატა და ტოპ 10-შია, შესაბამისად გაიზარდა შემოსავლებიც. ეს მიუთითებს, რომ ჩვენი პროგნოზები და სტრატეგია ეფექტურია,“ - აღნიშნა მაია ომიაძემ.