გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ

28-10-2025

აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში, - წერს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში.


პატარაიას განცხადებით, ამჟამად ისინი კრეტინულ სიტუაციაში არიან.


„აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება!


უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში.


ფეისბუქი არის ძალიან საჯარო სივრცე! და აქ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქცეოდით აეროპორტში ან კონფერენციაზე: ვწეროთ ის, რაც საჯარო განხილვას, ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებას და პროპაგანდასთან ბრძოლას სჭირდება.


წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ.


ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც, რომლებიც ინტერნეტს აღიქვამენ მეგობრულ, დაცულ სივრცედ და არა ქუჩად“,- წერს ბაია პატარაია.