გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია

28-10-2025

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია. ამის შესახებ საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით BFMTV იტყობინება. ორშაბათს და სამშაბათს ათი ადამიანი წარდგება პარიზის სასამართლოს წინაშე, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ კიბერბულინგის საქმეზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერი ქალია.


პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები 41-დან 60 წლამდე ასაკის არიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან ბრიჯიტ მაკრონის შესახებ მრავალი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში, მის „გენდერზე“, „სექსუალობაზე“ მითითებაში და ქმართან მისი ასაკობრივი სხვაობის გამო „პედოფილიასთან“ გაიგივებაშიც კი.