გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს და განათლების მიმართულებით მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს შეხვდა

29-10-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს განათლების მიმართულებით, ლუის ბენვენისტეს შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითად ამოცანებად სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება განისაზღვრა. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.


საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი საქართველოში 8 აქტიურ ინვესტიციას მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულება 975 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.


შეხვედრას მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების მენეჯერი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში რიტა ალმეიდა,მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტი ანა ბერძენაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.