გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი

30-10-2025

რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალიზმი აბსოლუტურად ხელოვნურად არის შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ.


„როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი, ნაკლები სიძლვილი გვექნება საზოგადოებაში, ნაკლებად შეფერხდება ქვეყნის განვითარება. ეს პოლიტიკური პარტიები არიან ინსტრუმენტები სიძლვილისთვის, ინსტრუმენტები დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის და ეს ინსტრუმენტები უნდა ჩამოშორდეს დემოკრატიულ სისტემას. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, პირიქით შემცირდება რადიკალიზმის ხარისხი პოლიტიკაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.