გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე

30-10-2025

სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე ჩვენთანაც არის მოწესრიგებული მემკვიდრე პარტიების საკითხი და ეს რეგულაციები ჩვენ გვაძლევს თავიდან ბოლომდე იმის შესაძლებლობას, რომ თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს რეგულაციებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია გავავრცელოთ მოგვიანებით ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო საკონსტიტუციო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა.


„რაც შეეხება „ლელოს" დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც რაის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესზე ამას არსებით გავლენა მაინც არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ სარჩელთან მიმართებით. რაც შეეხება მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს, რომ ამ პარტიების ნაცვლად იგივე შინაარსით შექმნან ახალი პარტია, ამისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გვაქვს კანონში რეგულაციები და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნება მიღებული მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.