გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება - 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ

30-10-2025

საკონსტიტუციო სარჩელი ემსახურება დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მის წინსვლას, გაკეთილშობილებას, ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, პოლარიზაცია. ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, რაც თავად გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციისთვის, იგივეს ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში.


„ეს სარჩელი ემსახურება დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მის წინსვლას, გაკეთილშობილებას. ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, პოლარიზაცია. ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკომპრომისოდ და მტკიცედ უნდა დავიცვათ ის და ასე ვმოქმედებთ ჩვენ ამდენი წელია და ჩვენ ამის გამო შეგვექმნა სირთულეები, მაგრამ ამ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს. აქ კომპრომისი არ იქნება - 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და გადაფარებულია ვიღაც ამ პოლიტიკურ ძალაზე. როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ჩვენ ანგარიში გავუწიოთ. რაც თვითონ გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისთვის და ოკუპაციისთვის, იგივეს ითხოვდნენ ჩვენგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში", - განაცხადა პრემიერმა.