გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზაზა დობორჯგინიძე: ლატვია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან გასვლას გეგმავს - მენტალურად რუსი, სალახანა ლატვიისგან, არაფერი სასწავლი და მისათითებელი არ აქვს საქართველოს

30-10-2025

„მენტალურად რუსი, ყოვლად სალახანა ლატვიისგან, რომელმაც უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი გააოთხმაგა, არაფერი სასწავლი და მისათითებელი არ აქვს საქართველოს“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, რომელიც ეხმიანება ლატვიის გადაწყვეტილებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან გასვლასთან დაკავშირებით.


როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, ლატვია კონვენციიდან იმ არგუმენტით გადის, რომ ოჯახური ძალადობის პრევენცია ტრადიციულ და ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.


„ლატვია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან გასვლას გეგმავს, პირველი მოსმენით მოაწერეს ხელი კანონპროექტს. გადიან იმ არგუმენტით, რომ ოჯახური ძალადობის პრევენცია თურმე ტრადიციულ და ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.


მენტალურად რუსი, ყოვლად სალახანა ლატვიისგან, რომელმაც უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი გააოთხმაგა, არაფერი სასწავლი და მისათითებელი არ აქვს საქართველოს“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.