გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გერმანიის ფედერალური მთავრობა უარყოფს, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები - ამ დროს ხაზარაძემ ფაქტი დაადასტურა და ჯარიმაც გადაიხადა

31-10-2025

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ პეტერ ფიშერზე დასმულ კითხვებს უპასუხა.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (VCDR) მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმაციის შეგროვება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამ ინფორმაციის წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის მიწოდება. ეს მოიცავს შეხვედრებს როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.


რაც შეეხება, AFD-ს კითხვას იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან მაღალი ღირებულების უძრავი ქონება იქირავა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.