გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

The Economist: უკრაინა საშინელი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას

31-10-2025

„რატომ არის უკრაინის დაფინანსება ევროპისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა“, - ამ სათაურით სტატიას The Economist ავრცელებს. როგორც სტატიაშია ნახსენები, უკრაინა ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თუ რამე არ შეიცვლება, თებერვლის ბოლოს მას ფული გამოელევა.


გამოცემის ცნობით, ომები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს, თუმცა ისინი ფინანსური სიძლიერის გამოცდაც არის. ხანგრძლივ კონფლიქტებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს უნარი და ნება, მოიძიო რესურსები და იპოვო ახალი გზები ფულის მოსაზიდად - ხშირად ეს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება იმის დასადგენად, თუ ვინ გაიმარჯვებს. ევროპა მალე თავად იგრძნობს ამ რეალობის სიმძიმეს. უკრაინა უმძიმეს ფინანსურ კრიზისს აწყდება. თუ არაფერი შეიცვალა, თებერვლის ბოლოსთვის მას ფული გამოელევა.


როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 2025 წელს მილიონიანი ოპერაციები კიევს 100-110 მილიარდი დოლარი = მშპ-ს ნახევარი დაუჯდება. ტრამპის მიერ ფინანსური დახმარების შემცირების გამო კიევი „თებერვლის ბოლოს“ დაცარიელდება. ევროპის საუკეთესო გადაწყვეტილება ჯერჯერობით რუსეთის აქტივების ჩამორთმევაა.