გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია იწყებს

31-10-2025

ავიაკომპანია „Vision Air"-ი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მოლდოვური ავიაკომპანია კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს 2025 წლის 2 ნოემბრიდან შეასრულებს.


„Vision Air"-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) დაიწყებს და ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა.


"Vision Air"-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ „SkyUp Airlines"-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.