გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი

31-10-2025

არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანულმა მისიამაც ფაქტების დონეზე დაამტკიცა, რომ საქართველო ზედმიწევნით იცავს სასანქციო პოლიტიკას.


„არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში. შავ ხვრელად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. მათ შორის, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანული მისია. ამ მისიამაც ფაქტების დონეზე დაამტკიცა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ სასანქციო პოლიტიკას. ეს არის ჩვენი მიდგომა", - განაცხადა პრემიერმა.