გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან

31-10-2025

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი.


„სამართლებრივად გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი.

გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, ყველაფერი ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.