გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბოლნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

3-11-2025

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში, სახელმწიფო ტყეში,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოავლინეს.  ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა  რცხილას სახეობის 4 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.


ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.


„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების  ეფექტიანად გასატარებლად, ეროვნული სატყეო სააგენტო აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, სააგენტომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, 10 დრონი, 750 ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები, რაც ტყეზე  კონტროლის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.