გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

4772 ძაღლი და კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა

3-11-2025

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5111 ცხოველიდან (აჭარაში - 923 ძაღლი და 24 კატა; იმერეთში - 1844 ძაღლი და 10 კატა; კახეთში - 2246 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 64 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 4772, ხოლო 339 - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება. ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 5083 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);


4772 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.


მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.


პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.