გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს, განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში

3-11-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.


„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს.

განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

მადლობას გიხდით ამ გზაზე გაწეული შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - წერს ირაკლი კობახიძე.