გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

3-11-2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გასული თვის მანძილზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ-დიუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების - ჯამში 121 მოქალაქე.


„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.