გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველო სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკისგან 200 მლნ ევროს მიიღებ

3-11-2025

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა, ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.


შეთანხმება ითვალისწინებს სოფლად სტანდარტის შესაბამისი წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.


ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროგრამა არის აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების (RBL) მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში.


პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელ უწყებას - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია".