გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი: ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე

4-11-2025

სამეგრელოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა   და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ  სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.   


საუბარი შეეხო რეგიონში სადრენაჟე სისტემების არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.  


„საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში თვითმმართველობებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.


სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

შეხვედრა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, რეგიონული სამსახურის უფროსი და  რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.