გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

4-11-2025

იტალიის რეზიდენციაში, კულტურის სფეროს მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ ბრწყინვალე ქართველ საოპერო მომღერალ იანო ალიბეგაშვილს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.


„იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო ალიბეგაშვილს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარებული იტალიური საოპერო სიმღერის საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის.


„ეს ჯილდო არაჩვეულებრივი მომღერლის, იანო ალიბეგაშვილის იმ წვლილის დაფასებაა, რომელიც მან იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გამტკიცების საქმეში შეიტანა თავისი ფასდაუდებელი საქმიანობით - იტალიური საოპერო მუსიკის პოპულარიზაციითა და შესანიშნავი იტალიელი შემსრულებლების მონაწილეობით არაერთი მუსიკალური ღონისძიების ორგანიზებით საქართველოში", - აღნიშნა თავის გამოსვლაში ელჩმა დ'ანტუონომ და ხაზი გაუსვა, რომ იანო ალიბეგაშვილმა მნიშნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში იტალიური საოპერო მუსიკისადმი და კულტურისადმი ინტერესის გაძლიერებას.


დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე:

https://www.facebook.com/AmbasciataTbilisi/posts/pfbid02qErh7BaEFQ6B5gP64SmYQCvxd3Upu1QnxHWaQquyhnXLvwEpV3SPw9uhhGvaegvtl?rdid=JhD5iie5LzU5dfm2#