გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ახალგაზრდობის ხმა" მონაწილეებს უმასპინძლა

5-11-2025

ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა ირმა მდინარაძემ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, მიღწევები და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციები გააცნო. სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპონატები.


პროექტის მონაწილე ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარმოადგენენ. შეხვედრაზე აღინიშნა ახალგაზრდების ჩართულობის და მათი კვალიფიციური ცოდნის მნიშვნელობაზე ქართული მეღვინეობის დარგის განვითარებასა და ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო  პირობების შექმნაში.


„ახალგაზრდებს გავაცანით ქართული ვაზისა და ღვინის 8 ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციები და ისტორია. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე - თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის მიმართ გატარებულ ღონისძიებებს და როგორ ხდება მისი კონტროლი“, - აღნიშნა ირმა მდინარაძემ.


პროექტს „ახალგაზრდობის ხმა"დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი 2025 წლის საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითახორციელებს.


„პროექტის „ახალგაზრდობის ხმა"  ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს სამზადისი დებატების ჩემპიონატისთვის. ჩვენთვის ყველაზე აქტუალური თემაა გარემოს დაცვა. დღეს ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული ყველა სტანდარტი და ჩვენს ქვეყანაში როგორია პროგრესი ამ მიმართულებით“, - აღნიშნა დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ.