გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, ამ ვითარებაში, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი

5-11-2025

დღეს, ძალიან რთულია, ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.


„ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი. თუმცა, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში,"- განაცხადა პრემიერმა.