გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის

5-11-2025

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების საპასუხოდ, ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს.


„ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით. ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებას, კორუფციის სიმცირეს. ყველა მიმართულებით საქართველო არის გამორჩეული ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრეს სპიკერი და მხარი დაუჭირა ოთხი ოქტომბრის აქციას. ეს არის ფაქტი. დანარჩენზე ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს. დღესაც ვიღაცეები მიმართავენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს ქართველი ხალხის ნება და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში და შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში და ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ასეთი ტყუილებით და სპეკულაციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.