გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქვემო ქართლის პოლიციამ ტრეფიკინგის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

6-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.