გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პროკურატურამ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

7-11-2025

საქართველოს პროკურატურამ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო.


მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.


დაზარალებულის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი 2025 წლის 5 ნოემბერს გახდა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.