გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დონალდ ტრამპი: მინდა, პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში შედგეს

8-11-2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.


ტრამპის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, მისი სურვილია, რომ შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართოს.


„მინდა შეხვედრის ჩატარება უნგრეთში, ბუდაპეშტში. მაშინ არ მინდოდა ამ შეხვედრის ჩატარება, რადგან არ ვფიქრობდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა. მაგრამ თუ ჩავატარებთ, მინდა, რომ ის ბუდაპეშტში ჩატარდეს. დიახ, ეს კარგი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.