გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

10-11-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.


მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან ერთად 40-ზე მეტ მეცნიერს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადასცა.


მინისტრმა საერთაშორისო მეცნიერების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოში მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება.


როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მეცნიერება სახელმწიფოს პროგრესის საძირკველს წარმოადგენს და სამინისტრო მეცნიერთა მხარდაჭერას, ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, კვლევითი პროექტებისა და ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.


მეცნიერების საერთაშორისო დღეს აკადემიაში მეცნიერების მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.